პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
მთავრობის მეთაური მილოცვაში დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა რთული და საპასუხისმგებლო პროფესიის როლს ხაზს უსვამს და მათ წარმატებებს უსურვებს.
„თქვენ რთული და საპასუხისმგებლო პროფესია გაქვთ, რომელიც მტკიცე ნებისყოფას, ქვეყნის უანგარო სიყვარულსა და მუდმივ შრომას მოითხოვს. თითოეული თქვენგანი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვაში. გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობასა თუ პირად ცხოვრებაში”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.