რიმა ბერაძემ, ნინო რუხაძესთან ერთად, ჩუღურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაო დაათვალიერა

0

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, საკრებულოს წევრ ნინო რუხაძესთან და რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, გოგოლის N 5-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც 19 ოჯახი ცხოვრობს, სახურავის რეაბილიტაციას საჭიროებდა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ამჟამად სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. რიმა ბერაძემ, ნინო რუხაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
„მთელი წლის განმავლობაში, რაიონში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაო პერმანენტულად ტარდება. ამჟამად, სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები 27 მისამართზე უკვე დასრულებულია, 5 მისამართზე კი ახლაც მიმდინარეობს“ – განაცხადა რიმა ბერაძემ.
სამუშაოებისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 18 000 ლარია გამოყოფილი და პროექტს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი