ნინო ლომჯარია: ხშირად პედაგოგები ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ფაქტებს მალავენ, რაც პრობლემას წარმოადგენს

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლები ბავშვის მიერ სკოლის მიტოვებას არ აღრიცხავენ და ამით ხელს უწყობენ ისეთი მავნე პრაქტიკის გავრცელებას, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება.

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, მაღალია სკოლის მიტოვებისა და გაცდენის მაჩვენებელი ადრეული და ბავშვთა ქორწინების, ბავშვთა შრომაში ჩართვის, მიზნით.

„ჩვენ კვლავ არ გვაქვს შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. პრობლემა რჩება გარემოზე, ინფორმაციაზე, სერვისებზე მისაწვდომობა შშმ პირთათვის, რაც აისახება განათლებაზე უფლების, დასაქმების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მაჩვენებელზე.
2018 წელს, სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 99 შშმ პირი დასაქმდა, მაშინ, როდესაც შესაბამის ვებგვერდზე დასაქმების მსურველი 6 ათასზე მეტი შშმ პირი იყო დარეგისტრირებული. ასევე პრობლემა არის ინკლუზიური განათლების მისაწვდომობა და ხარისხი. ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 2084 სკოლიდან მხოლოდ 120-მდეა სრულად ადაპტირებული, ხოლო 680-მდე – ნაწილობრივ ადაპტირებული. რესურს ოთახი მხოლოდ 340-მდე საჯარო სკოლას აქვს. საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის 524 ათასი მოსწავლე დარეგისტრირდა, აქედან 750 შშმ ბავშვი, რაც საერთო რაოდენობის 0,14 პროცენტია. ეს არის არარეალურად მცირე ციფრი. რაც იმას მიანიშნებს, რომ ან ეს ბავშვები რჩებიან განათლების მიღმა, უხილავია მათი პრობლემა ან სახელმწიფო და განათლების სისტემა სწორად არ აღრიცხავს შშმ ბავშვების საჭიროებებს და მათთვის უცნობია ამ საჭიროებების შესახებ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები