მაკედონიაში, ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალზე,  გამართული პრესკონფერენცია ქართულ კინოს მიეძღვნა

მაკედონიაში, ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალზე,  გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც ფესტივალზე ქართულ ფოკუსსა და, ზოგადად, ქართულ კინოს მიეძღვნა.
ეროვნული კინოცნეტრის ინფორმაციით, პრესკონფერენციას უძღვებოდნენ: სლაგიან პენევი (სელექტორი), იასპერ ანდერსონი (დანიის კინოცენტრის წარმომადგენელი) და ანა ჭყონია (საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენელი).
წელს ფესტივალის პროგრამაშია  4 ქართული ფილმი:
რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”;
თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლები”;
მარიამ ხაჭვანის “დედე”;
ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები