ბილაინი რეგიონის უმნიშვნელოვანესი რეკლამის ფესტივალის Ad Black Sea -ს პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი Ad Black Sea 2019 -ის პარტნიორია. რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მეხუთე წელია ტარდება, დღეს იღებს სტარტს ბათუმში და 21 სექტემბრამდე გრძელდება.

Ad Black Sea 2019 -ის ფარგლებში, ბილაინი ფესტივალის მონაწილეებისთვის ჩანახატების კონკურსს ატარებს, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოების ცერმონიაზე, 21 სექტემბერს დასახელდებიან.

Ad Black Sea -ს ტრადიციულად ესწრებიან ქართული და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები. წელს დამსწრეთა რიცხვი რეკორდულია – 800 მეტი დელეგატი, 17 სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც საკონკურსო, ისე საგანმანათლებლო და „ნეთვორქინგის“ ნაწილი. საკონკურსო განაცხადებს რეკლამის სფეროში მოღვაწე მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები