ლევან დავითაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი გაკეთებული საქმის სწორედ მიტანა მოვახერხოთ მოსახლეობამდე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ NDI-ს კვლევებში ცდომილება ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შესრულებული საქმეების შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებამდე სწორად მიიტანოს.
„აქ არის ორი საკითხი: ერთი – ცალსახად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი გაკეთებული საქმის სწორედ მიტანა მოვახერხოთ მოსახლეობამდე, რათა აღქმები იყოს ადეკვატური. ეს არ არის მარტივი გამოწვევა, იცით რომ კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში, არსებობენ ძალები, რომლებიც იქნებიან დაინტერესებული საწინააღმდეგოში; მეორე – „ენდიაის“ კვლევებში ცდომილება ძალიან ბევრჯერ და ძალიან ხშირად დამტკიცდა. წინა წლებშიც, მათი შეფასებები არ გამართლდა რეალურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ „ენდიაი“ არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ვფიქრობ, ბოლო წლებში ცდომილებები არის დამკვიდრებული პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, ამ სუბიექტურ ფაქტორზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისათვის, NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32 პროცენტი კი – დადებითად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები