გიორგი გახარია: მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული

“მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული. ეს ბატონმა ლევან დავითაშვილმა ძალიან კარგად იცის და დარწმუნებული ვარ, მედიასაც გააცნობს ინფორმაციას რთველის მიმდინარეობის შესახებ”,-ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დაწყებამდე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მათთვის კახეთში არსებული გამოწვევები ცნობილია.
„კახეთში მიმდინარე რთველის საკითხს განვიხილავთ სხდომაზე და ამაზე მოგვახსენებს ლევან დავითაშვილი. ჩვენ, ძალიან კარგად ვიცით ის გამოწვევები, რომლებიც დღეს კახეთში არსებობს. ჩვენ უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები