NDI: ლიდერების საქმიანობის შეფასებაში ყველაზე მაღალი რეიტინგი კახა კალაძეს აქვს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი რეიტინგი თბილისის მერს, კახა კალაძეს აქვს. გამოკითხულთა 34 პროცენტი კახა კალაძის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 37 პროცენტი – საშუალოდ (თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით).
ამასთან, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 12 პროცენტი, ხოლო 43 – საშუალოდ. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 11 პროცენტი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 36 პროცენტი – საშუალოდ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობა გამოკითხულთა 9 პროცენტმა კარგად შეაფასა, ხოლო 31-მა საშუალოდ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
„ენდიაის“ კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. ხოლო გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს​.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები