თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ესტონური სკოლის გახსნა იგეგმება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე ესტონეთის ელჩს – კაი კაარელსონს და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში – ღასან ხალილს შეხვდნენ. ხელისუფლებასთან ერთად, შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გიორგი გოგლიჩიძემ ესტონეთის ელჩს საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ასევე ამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებზეც ისაუბრეს.

როგორც ესტონეთის ელჩმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ესტონური სკოლის გახსნაა. ზესტაფონის მერმა წინადადებით მიმართა კაი კაარელსონს, რომ სამომავლოდ ზესტაფონშიც დაიგეგმოს ესტონური სკოლის გახსნა, რაც იქნება იმის საფუძველი, რომ ესტონურ სკოლებში დანერგილი გამოცდილება, მუნიციპალიტეტის განათლების სისტემაზეც აისახოს.

ზესტაფონში ვიზიტის ფარგლებსი, ესტონეთის ელჩი – კაი კაარელსონი N 6 საჯარო სკოლასაც ესტუმრა და ადგილზე იმ საგანმანათლებლო პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ესტონეთსა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

საქართველოს მასშტაბით 15 საპილოტე სკოლას შორის, ზესტაფონის N 6 საჯარო სკოლა ერთ – ერთია, სადაც საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება. კაი კაარელსონმა შეხვედრის დასასრულს მადლობა გადაუხადა ზესტაფონის მერს, გიორგი გოგლიჩიძეს მასპინძლობისთვის და მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები