ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წეროვანის, ჩარდახისა და გოროვანის მოსახლეობას შეხვდნენ

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე – მიხეილ დუნდუა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი კაპანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე – გელა ბაქრაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წეროვანში, ჩარდახსა და გოროვანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ადგილობრივებისგან მათთვის აქტუალური საკითხები მოისმინეს. ძირითად საჭიროებებად წყალმომარაგების გაუმჯობესება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა. ასევე, ერთობლივად იმსჯელეს 2020 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებზე, სოფლებში შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

გოროვანში და ჩარდახში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების მოასფალტება. უახლოეს დრეებში ჩარდახის სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო წეროვანში, ჩარდახში  სპორტულ დარბაზს და გოროვანში მინი სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან მიზნად ისახავს რეგიონში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას, რათა დროულად მოხდეს მათი ასახვა 2020 წლის სამოქმედო გეგმაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები