გივი მოდებაძემ შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის სტაჟირების კურსდამთავრებულს სერთიფიკატი გადასცა

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის სტაჟირების კურსდამთავრებული, ნატო ყიფიანი სერთიფიკატით დააჯილდოვა. ნატო ყიფიანი სტაჟირების კურსს სამი თვის განმავლობაში გადიოდა.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს. ასევე გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი სტაჟირების მსურველ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. სტაჟირებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია მუნიციპალიტეტს მიმართოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები