ჭიათურის მერი ნაგუთის დასახლებაში და თხელიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, ნაგუთის დასახლებაში და თხელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის სამსახურისა და ადმინისტრაციული შენობის ფასადის რეაბილიტაციისთვის ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა.
გივი მოდებაძის განცხადებით, კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელსაც გაგრძელდება და მომავალში კიდევ სხვა მნიშვნელოვან პროექტების განხორციელება იგეგმება.
“ნაგუთის დასახლებაში და თხელიძის ქუჩაზე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, ჯამში 14 საცხოვრებელი კორპუსი შეიღება. სამუშაოების ჩატარებამდე კორპუსები სავალალო მდგომარეობაში იყო”,- განაცხადა მოდებაძემ.
ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯამში 980 000 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები