“მორატორიუმი შესაძლოა, პრობლემასაც წარმოადგენდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის უფლება, ასევე არის მსჯავრდებულის უფლება, იყოს შეწყალებული”

მორატორიუმი შესაძლოა, პრობლემასაც წარმოადგენდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის უფლება, ასევე არის მსჯავრდებულის უფლება, იყოს შეწყალებული”
, – ასე შეაფასა პრეზიდენტის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
„რაც შეეხება მორატორიუმს, ეს თავის მხრივ, შესაძლოა, პრობლემასაც წარმოადგენდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის უფლება, ასევე არის მსჯავრდებულის უფლება, იყოს შეწყალებული. ეს შეიძლება, გარკვეულ პრობლემებს ქმნიდეს, თუმცა იმედია, ეს დიდი ხანი არ გაიწელება და შევთანხმდებით, როგორ დაიხვეწოს მიდგომა და პროცედურა და სამართლებრივად გაიწეროს თუ არა. დამერწმუნეთ, ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო ამდაგვარი გადაწყვეტილებები. როცა პოლიციელის მკვლელის შეწყალების ამბავი გახმოვანდა, მეორე დღესვე ვთქვი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას განმარტება უნდა გაეკეთებინა”, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები