გიორგი ოთხმეზური: უვარგისი ადამიანია ქალბატონი სალომე

ისტორიკოსის, გიორგი ოთხმეზური თქმით, ის საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე, არ ისაუბრებს.
როგორც მან პრეზიდენტის შეწყალებების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, ის “უვარგისი” პიროვნებაა.
“უვარგისი ადამიანია ქალბატონი სალომე. ამის მეტი მე ინტერვიუს არ ვიძლევი”,- განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.
​ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.
ინფორმაციას ასლან ბეჟანიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ადასტურებს.
ამასთან, პრეზიდენტმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომლებიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები