მაია მელიქიძის ინიციატივით ენერგო წყაროების ლაბორატორია დაფუძნდა

საქართველოში პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია გაიხსნა. RES Lab-ის შექმნის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა. სემეკის ინფორმაციით, ლაბის ფარგლებში შეიქმნება სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები გაერთიანდება. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.
​ლაბორატორიის ფარგლებში ეტაპობრივად გაწევრიანდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, წევრობა არ ითვალისწინებს ფინანსურ კონტრიბუციას და მოიაზრებს მხოლოდ ინტელექტუალურ და აკადემიურ პარტნიორობას. განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორიის დაფუძნების ინიციატორი სემეკის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი მაია მელიქიძეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები