დიდაჭარაში ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში, სოფელ დიდაჭარაში შიდა სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე წელს აჭარის ა/რ საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტისთვის 11,3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა 7,6 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე. მოეწყობა 29 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი, აშენდება 2 ახალი ხიდი და 48 ხელოვნური ნაგებობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები