პრეზიდენტი შეწყალებაზე: მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მის მიერ მიღებულ შეწყალების გადაწყვეტილებებთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საკითხზე გაბუნიასთან მას არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია. „იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანების ჩარევაზე ამ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ნახსენები იყო ჩემი საპარლამენტო მდივანი, რომელიც არც კომპეტენციით და არც არანაირად არ იყო ამ პროცესში ჩართული. მისგან არც არანაირი რჩევა მიმიღია და არც თვითონ არავის უკითხავს მისთვის, რას ფიქრობდა რომელიმე გადაწყვეტილებაზე. ასე რომ, ეს არ არის მისი კომპეტენცია და არ შეიძლება, რომ გარეული იყოს, მით უმეტეს ეს ეხება ყოფილ ადვოკატს. ეს გამორიცხულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე განმარტებით, შეწყალების გადაწყვეტილება თავად მიიღო. “რამეთუ მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები