ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 21.3 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მოხსენების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებული ნავთობის 80.8 % ბაქო -თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენმა გაატარა.
მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, ამ მილსადენით 21307.5 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.4% -ით ნაკლებია.
BTC მილსადენი ( ბაქო -თბილისი- ჯეიჰანი) Sangachal-ის ტერმინალიდან იღებს სათავეს. მილსადენის ყოველდღიური გამტარუნარიანობაა 1.2 მლნ ბარელი ნავთობია.
აზერბაიჯანული ნავთობი ტრანსპორტირდება ბაქო-სუფსის მილსადენის მეშვეობითაც, რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონ ტონას შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები