ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
ხულოს მერიის მუნიციპალიტეტის ცნობით, 2019 წელს აშენდება 2 საჯარო სკოლა; (განახლების და ბეღლეთის საჯარო სკოლები). სპორტული ინვენტარი გადაეცა 3 საჯარო სკოლას; (დაბა ხულოს, მეკეიძეებისა და ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლები). სასკოლო ინვენტარი გადაეცა 1 საჯარო სკოლას; (ირემაძეების საჯარო სკოლა). ლაბორატორია გადაეცა 1 საჯარო სკოლას; (დაბა ხულო). 3 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო ახალი მხატვრული ლიტერატურით; (ბოძაურის, კორტოხის და ტუნაძეების საჯარო სკოლები), ხულოში – 3 887 მოსწავლეა. წელს ხულოში 227 პირველკლასელია; ასევე წელს 166 სტუდენტი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები