ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

0

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მოსწავლეებს სტუდენტებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ვახტანგ ბერიძემ მათ წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
“ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო და პედაგოგებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დღეიდან თქვენთვის იწყება ცხოვრების ახალ ეტაპი. ცოდნის, გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი.
განსაკუთრებით ვულოცავ 227 ხულოელ პირველკლასელს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარები. თქვენთვის დღეს, ცხოვრების ძალინ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მინდა თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ. იცოდეთ, რომ სწორედ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს”, -განაცხადა ხულოს მერმა.

კომენტარები

კომენტარი