ხულოს მერმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ხულოს მუნიციპალიტეტის 49 საჯარო და 1 კერძო სკოლაში ახალი 2019-2020 სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა და სასწავლო პროცესი დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე და მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე დაბის საჯარო სკოლას ეწვივნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
“ძვირფასო მოსწავლეებო და პედაგოგებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველ კლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარები. თქვენთვის დღეს, ცხოვრების ძალინ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მინდა თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ. იცოდეთ, რომ სწორედ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის”,-აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ მოსწავლეებთან მიმართვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები