ღორჯომის წყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

მდინარე ღორჯომის წყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფელ ღორჯომში მდინარე ღორჯომისწყალზე (კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია) არსებული რკინაბეტონის მილოვანი კანალიზირების გაგრძელების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ამ დროისთვის სამუშაოების ორი ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობს მესამე, დასკვნითი ეტაპი. პროექტი გარდამავალია. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 795.000 ლარს შეადგენს, რომელსაც ამხანაგობა ,,კაპიტალი+“ ასრულებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები