ხულოს მერმა დაბის საბავშვო ბაღი მოინახულა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილე ასლან შაინიძესთან ერთად, დაბის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა. ხელმძღვანელმა პირებმა პატარებსა და აღმზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 20 საბავშვო ბაღი და 7 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც 800-მდე აღსაზრდელი ირიცხება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნა ზემო ვაშლოვანში, ბეღლეთსა და ბოძაურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები