ქარმა და სეტყვამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა

სოფელ ვილისციხეში ქარმა  ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი მოხადა. დაისეტყვა სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობის ვენახები.
გურჯანიის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება.
“ვარკვევთ, რა ფართობი და რამდენი პროცენტითაა დასეტყვილი ვენახები, რაც შეეხება ველისციხის დაზარალებულ მოსახლეობას, გურჯაანის მერია შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მათ”,- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
ძლიერი ქარის შედეგად მოტეხილი ხე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში საბავშვო ბაღის ღობეს დაეცა და დააზიანა. ხე დაეცა ასევე ყვარელში  გაჩერებულ “კამაზის” მარკის ავტომანქანას.
ქარისა და სეტყვისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ, გურჯაანისა და ყვარლის  მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ დადგინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები