ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადაეცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგ მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული პედაგოგის სამკერდე ნიშანი და სიგელი გადასცა. მიმოზა ბარამიძეს პედაგოგად მუშაობის 43 წლიანი გამოცდილება აქვს.

ქართული ენასა და ლიტერატურის პედაგოგის,  მიმოზა ბარამიძისთვის, ეს ჯილდო პირველი არ არის. მას უამრავი სხვა ჯილდო აქვს მიღებული. დაჯილდოებულია:
პედაგოგიური ნაშრომისათვის  “როგორ ვასწავლოთ ი. გოგებაშვილის მოთხრობა ,,იავნანამ რა ჰქმნა“ დაჯილდოვდა ი. გოგებაშვილის მედლით. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. მიღებული აქვს მედალი “შრომითი მამაცობისათვის” და იყო პრეზიდენტის სტიპედიანტი მასწავლებელი.

მიმოზა ბარამიძე 1985-2003 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, ლანჩხუთის განათლების განყოფილების ინსპექტორადაც მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები