რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში „პენსიებისა“ და „სახელმწიფო მოხელეების ხელფასების“ დასაფინანსებლად მილიარდი რუბლი გამოყო

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში „სახელმწიფო მოხელეების ხელფასების და პენსიების დასაფინანსებლად“ ერთი მილიარდი რუბლი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დე ფაქტო აფხაზეთში რუსეთის ელჩზე, ალექსეი დვინიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ წარმატებით ვახორცილებთ საინვესტიციო პროგრამას, რაც სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთქმედებას მოიცავს. წელს დაბანდებულია 1,7 მილიარდ რუბლზე მეტი, ამას დაემატება ერთი მილიარდი რუბლი, რაც პენსიებზე და სახელმწიფო მოხელეების პენსიებზე დაიხარჯება და 500 მილიონი რუბლი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის საბანკო სფეროს გასაძლიერებლად გამოყო“, – აცხადებს დვინიანინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები