სერგი კაპანაძე: NDI-ის კვლევები პირდაპირი დიაგნოზია ხელისუფლების ქმედებებისა

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე NDI-ის კვლევებს აფასებს.
როგორც მან გამოკითხვის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, აღნიშნული კვლევები ხელისუფლების საქმიანობის დიაგნოზია.
“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა არის პირდაპირი დიაგნოზი ხელისუფლების ქმედებებისა. აქ ჩანს არა მარტო ის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა და 49% ამას ამბობს, რაც ყველაზე მაღალი არის ისტორიულად. ასევე ჩანს, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ეკონომიკა არის ცუდ მდგომარეობაში. ასევე, მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს გაძვირებული ფასები, აწუხებს ინფლაცია. ეს არის ყველაფერი იმ აბსოლუტურად გაუაზრებელი, მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“, ისევე როგორ იმ ძალიან მძიმე საგარეო პოლიტიკის შედეგი. ეს არის პრაქტიკულად განაჩენი ამ ხელისუფლების“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.
ცნობისათვის, დღეს “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა” გამოქვეყნდა, სადაც გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30 პროცენტს მიაჩნია, რომ არ იცვლება, 18 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები