ქობულეთის სამ სკოლაში ნული ჯგუფი ამოქმედდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში მე-3, მუხაესტატესა და ჩაისუბნის საჯარო სკოლებში ნული ჯგუფი ამოქმედდა. მუნიციპალიტეტში ყველა მოსწავლე, რომელიც სკოლის ასაკის არაა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიღმა დარჩა, დაკმაყოფილებულია და მათი სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღსაზრდელები სპეციალურ პროგრამას “მზაობა სკოლისთვის” გადიან, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ ნული ჯგუფის აღსაზრდელებისთვისაა შემუშავებული. აღნიშნული ჯგუფების სასწავლო პროცესი დილით იწყება და 12 საათამდე გრძელდება.

განცხადებების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი მზადაა დამატებით იმუშაოს და ნული ჯგუფი კიდევ შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები