შალვა კერესელიძე: მჯერა, 2019-2020 სასწავლო წელი რეგიონის ახალგაზრდებისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იქნება

0

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთის №1 საჯარო სკოლასა და სოფელ ციხისძირის საბავშვო ბაღს ესტუმრა. მხარის რწმუნებულმა მოსწავლეებს და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ასევე, პედაგოგებს გაესაუბრა და ადგილზე არსებულ საჭიროებებს გაეცნო.
„დღეს, მცხეთის №1 საჯარო სკოლაში და ციხისძირის საბავშვო ბაღში ვიმყოფებოდით და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ. მჯერა, 2019-2020 წელი ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. ხარისხიანი განათლების მისაღებად საჭირო პირობების უზრუნველყოფა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების აღსაზრდელებს, ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციისგან LWR საჩუქრებიც გადასცეს.
​სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, მაჟორიტარი დეპუტატისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით, სიმბოლური საჩუქრები რეგიონის ყველა სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი