ლევან გოგიჩაიშვილი შეწყალების საკითხზე: გასარკვევია რამე კორუფციასთან ხომ არ გვაქვს საქმე

0

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა სიით იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტები უნდა დაინტერესდნენ.
მისივე თქმით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კორუფციასაც.
“მოვუწოდებ იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტს დაინტერესდნენ ამ ამბით. რატომ იღებენ ამ გადაწყვეტილებას. მოიყვანონ და ჰკითხონ, რის საფუძველზე იღებენ ამ გადაწყვეტილებებს. გასარკვევია რამე კორუფციასთან ხომ არ გვაქვს საქმე”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.
​ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის იყო პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული.

კომენტარები

კომენტარი