კახა კალაძე ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებულის შეწყალებაზე: ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება

0

ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით.
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩანაწერი უნდა გადაიხედოს.
“ამაზე მე ერთხელ უკვე გავაკეთე განცხადება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება. მე მგონია, რომ უნდა გადაიხედოს. მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაიხედოს. როგორც მოვისმინეთ, თვითონაც არის ამის ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს შეწყალებასთან დაკავშირებით,” – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი