ეკა ბესელია ბეჟანიძის შეწყალებაზე: პრეზიდენტმა უნდა თქვას, თუ ვინ ურჩია ამ გადაწყვეტილების მიღება

0

პრეზიდენტმა უნდა თქვას, თუ ვინ ურჩია ამ გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა და პრეზიდენტის მიერ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტს გამოეხმაურა.
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იმსახურებს ეს თემა, რომ პრეზიდენტმა თქვას ვინ ურჩია ამ გადაწყვეტილების მიღება. სამართლიანობის აღდგენა ისედაც დაგვიანდა და ოჯახი რამდენიმე წელი ელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ საჭიროა მეტი სიცხადე, თუ რა მოხდა ამ შემთხვევაში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის იყო პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული.

კომენტარები

კომენტარი