სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები – ირინა ფრუიძე, გუგული მაღრაძე და გიორგი ხატიძე დღეს სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრები საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებით დაინტერესდნენ. ისაუბრეს ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გამოცდილებაზე სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე. ქართველმა პარლამენტარებმა მომავალ სამოქმედო გეგმებზე და იმ ძირითად ინსტრუმენტებზე ისაუბრეს, რომლებიც პარლამენტში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საპარლამენტო ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები ასევე პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით და ეთიკის საბჭოს მუშაობით დაინტერესდნენ და განაცხადეს, რომ ქართველი კოლეგების გამოცდილებას გაიზიარებენ და თავიანთ პარლამენტში დანერგავენ. ​სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაცია ვესტმინსტერის ფონდის პროექტის ფარგლებში იმყოფება საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი