„ნაცარქექიობად მიმაჩნია“- ელისაშვილი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე

0

ეს ინიციატივა ნაცარქექიობად მიმაჩნია, – ასე ეხმაურება სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებლი, ალეკო ელისაშვილი „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებისადმი მოწოდებას, არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ.
როგორც ელისაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნებამდე ერთი წლით თავზე აღნიშნულის შესახებ საუბარი ადრეა.
“ორი ანდაზაა, ზუსტად რაც შეესაბამება ამ ყველაფერს – დათვი ჯერ მოკლული არ იყო და ტყავს ვერ იყოფდნენო, ამაზეა ზუსტად და კიდევ მეორე – ბავშვი დაბადებული არ იყო და აბრაამს არქმევდნენო. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უგულავამ და მისმა ამხანაგებმა გადაწყვიტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხებულია და რაღაც კოალიციებზე უნდა ვიფიქროთ . ასეა საქმე? ეს არის ნაცარქექიობა და მეტი არაფერი. თან გიგი უგულავა, რომელიც მექრთამეობისა და მილიონების მოპარვისთვის იჯდა ციხეში , გამოვიდა ახლა და რაღაცა პრინციპებზე მელაპარაკება, მანამუსებს და რაღაცებს მეუბნება. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი და ჩემთვის არის ძალიან გამაცოფებელი . რას გავაკეთებ და როგორ გავაკეთებ ერთი წლის თავზე, ამას ვიტყვი ერთი წლის მერე . დღეს მე ვემზადები იმისთვის, რომ სერიოზული ბრძოლა გავუმართოთ „ქართულ ოცნებას“. არის ბევრი პრობლემა , რომლის მოგვარებაც მინდა ამ ხსნის განმავლობაში , შემდეგ რომ არჩევნებზე წელგამართულები წავიდეთ, მართლა ჩავანაცვლოთ ივანიშვილი , ოღონდ ისე არა, რომ სააკაშვილი მოვიყვანოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი