“ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც დაარწმუნეს ზურაბიშვილი, რომ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული”

ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც დაარწმუნეს ზურაბიშვილი, რომ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა და აცხადებს რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.
„ამ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით, ხომ არ იყო კორუფციული ან სხვა სახის შემთხვევები.
ეს უკვე მეორე საგანგაშო მოვლენაა, ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც კვლავ იწყალებს მკვლელს ისე, რომ არავითარი წინასწარი მოსამზადებელი მექანიზმები არ არსებობს. ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც დაარწმუნეს ზურაბიშვილი, რომ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული. შედეგი არის ძალიან ცუდი, შედეგი არის ის, რომ პრეზიდენტი არ არის სანდო. ის არ იქცევა ადეკვატურად. მოსდის ძალიან სერიოზული შეცდომები. თუ ამ სფეროში შეცდომა მოგივა, რა გამორიცხულია, რომ სხვა სფეროშიც არ მოუვა, თან ქვეყნის მთავარსარდალი ჰქვია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის იყო პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები