ანრი ოხანაშვილი: განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება ჩემთვის არ არის მისაღები

0

იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ორგანოში იყოს ერთიანი სტანდარტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, პირადად მისთვის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება მისაღები არ არის.
„იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ორგანოში იყოს ერთიანი სტანდარტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომ კოორდინაცია იყოს უკეთესი და არ მივიღოთ შედეგი, როდესაც განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიძლება, შეწყალებული იყოს. ამ მიმართულებით არის სამუშაო. იმედი მაქვს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთვება. მათ აქვთ სურვილი, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ, იმედი მაქვს, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და ძალიან მალე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რათა მსგავსი შედეგები არ დადგეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

კომენტარები

კომენტარი