NDI: გამოკითხულთა 47 % მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა” (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია.
​კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ – სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური.
​კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება, ხოლო გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს​.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები