ელიზაბეთ რუდი: აშშ მოუწოდებს რუსეთს დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აღშფოთებას გამოთქვამს იმ ვითარების გამო, რაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზეა შექმნილი.
მისი თქმით, აშშ მოუწოდებს რუსეთს დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გაიყვანოს საკუთარი ძალები ოკუპირებული ტერიტორიიდან.
„აშშ-ი შეშფოთებულია იმ ვითარებით, რაც არის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, განსაკუთრებით სოფელ ჩორჩანაში, მოვუწოდებთ რუს და ოს მხარეს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გაიყვანოს საკუთარი ძალები. ასევე ძალიან გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ გამშვები პუნქტები ჩაკეტილია ადმინისტრაციულ საზღვარზე, რადგანაც ეს იწვევს ძალიან რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრაციული ხაზის მიღმა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტი“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები