NDI: გამოკითხულთა 76 % ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს, 62% კი – კომუნალურ გადასახადებში

0

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა” (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს.
​კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% ამბობს, რომ საკუთარ შემოსავალს კომუნალურ ხარჯებში ხარჯავს, ამასთან, გამოკითხულთა 38% ყველაზე მეტ თანხას წამლებში, ხოლო 30% საკუთარ შემოსავლებს სესხში, განვადებასა და იპოთეკაში ხარჯავს.​
​კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება, ხოლო გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს​.

კომენტარები

კომენტარი