სამეგრელოს რეგიონი ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებული სკოლებით შეხვდა(ვიდეო) 

0

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის 242 საჯარო თუ კერძო კოლაში ზარი დილის 9 საათზე დაირეკა. რაც იმას ნიშნავს, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყო. ამ დღეს განსაკუთრებულად ის პატარები ღელავენ, ვისთვისაც სკოლის ზარი პირველად დაირეკა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მცხოვრები მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ და ,,მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებულ სკოლაში დაიწყო. სკოლამ წელს 31 პირველკლასელი მიიღო. თითოეული მათგანი საჩუქრად ნეტბუქებს მიიღებს, ხოლო პროგრამის შესაბამისად მათ ახალი და მეორადი სასკოლო წიგნები დაურიგდებათ. სრულად რეაბილიტირებული დარჩელის პირველი საჯარო სკოლა სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ გახსნა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გეგა შენგელიასთნ ერთად- პედაგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა.
რაც შეეხება, რეგიონში სკოლამდელ დაწესებულებებს, სააღმზრდელო პროცესი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სრული დატვირთით მხოლოდ ფოთსა და ხობში, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტებში ბაღებში სწავლა ნაწილობრივ დაიწყო. სკოლამდელ სააღმზრდელოდაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა თოლორაიას განხადებით, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ზუგდიდის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველ ოქტომბრამდე განახლდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა 20-მდე სკოლაში შესაძლოა ორი კვირით გადაიწიოს, მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. უწყებაში განმარტავენ, რომ ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

კომენტარები

კომენტარი