იოჰანეს ჰანი – „მადლობას ვუხდი განათლების მინისტრს ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის“

საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
იოჰანეს ჰანი, მიხეილ ბატიაშვილთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდა და მათთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებელი დაათვალიერა. პროექტში, რომელშიც 30 მოსწავლეა ჩართული სპეციალურ პროგრამით სწავლებას ახალი სკოლის ბაზაზე გაივლიან.
„ბედნიერი ვარ რომ ისევ აქ ვიმყოფები ერთი წლის შემდეგ. ეს არის პირველი ევროპული სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვცდილობთ ბავშვები ევროპულ ფასეულობებს სტანდარტებსა და ევროპულ ისტორიას დავუახლოვოთ. ამ დიპლომით კი მათ მსოფლიოს ნებისმიერ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება შეეძლებათ. ეს არის ჩვენი ინვესტიცია ამ რეგიონის ბავშვებისთვის. დასაწყისში ჩვენი მიზანი იყო გვყოლოდა მოსწავლეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნიდან და მათ ერთად თანაცხოვრება და სწავლა შეეძლოთ, ამ მიზნის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდი განათლების მინისტრს ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები