ზვიად შალამბერიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება სოფელ წევის საჯაროს სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

სოფელ წევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა – ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – ვახტანგ ღამბაშიძემ მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს და პედაგოგებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.

წევის საჯარო სკოლაში 20 ბავშვი სწავლობს. შენობა 1825 წელს არის აგებული და მიმდინარე წელს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობის ფასადი განახლდა, სასწავლო კორპუსის ძველი იერ- სახე მაქსიმალურად შენარჩუნდა.

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, 2019 წელს იმერეთის რეგიონში 184 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები