მიხეილ ბატიაშვილი: ევროპული ხარისხი განათლების სფეროში – ეს ჩვენი სტრატეგიაა

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და ახლო მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
„დღეს წარმოვადგენთ ერთი წლის ანგარიშს – რა გაკეთდა და რის გაკეთებას ვაპირებთ უახლოეს პერიოდში. რეფორმა მოიცავდა ყველა მიმართულებას – სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.
„ევროპული ხარისხი განათლების სფეროში – ეს ჩვენი სტრატეგიაა. რეფორმის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი მიზანია ევროპული მაჩვენებლები, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ამიტომ ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, სწორედ ამ ევროპული ხარისხის განათლებაზე გადის. ეს გახლავთ მთლიანად სისტემაში ევროპული მოდელის დანერგვა, იქნება ეს სკოლის უსაფრთხოება, თანამდეროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა თუ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი. ამ მიმართულებებით უკანასკნელი ერთ წლის განმავლობაში განათლების სისტემაში უპრეცედენტო ცვლილებები განხორციელდა და პროცესი კვლავაც გაგრძელდება“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები