გორში სოფელ ქერეს სკოლის დროებით დაკეტვა ადგილობრივებმა გააპროტესტეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მოსახლეობამ სოფლის სკოლის დაკეტვის ფაქტი გააპროტესტა. სამშენებლო სამუშაოების გამო, სოფელ ქერეში სასწავლო პროცესი არ დაწყებულა.
მოსახლობის განცხადებით, ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ საზაფხულო არდადეგებზე სოფელში სკოლა აშენებულიყო.
ადგილობრივებისთვის მიუღებელია, ბავშვების მოსაზღვრე სოფლის, მერეთის სკოლაში სიარული. ქერეს სკოლაში ამ დროისთვის 60-მდე მოსწავლე ირიცხება.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, ქერეს სკოლის შენობა სრულ დემონტაჟს ექვემდებარება, რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებს, მათ მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება.
„პირადად ვიყავი დღეს სოფელ ქერეში და 13:00 საათზე მოვიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელმაც უზრუნველყო სოფელ მერეთის სკოლაში მოსწავლეების გადაყვანა. შესაბამისად არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ ქერეს სკოლის ბავშვებს სასწავლო პროცესში ხელი შეეშალოთ. ზუსტი ვადები ჯერ არაა ცნობილი, თუ როდის დასრულდება ქერეს სკოლის მშენებლობა”, – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები