კახა კალაძე: უსაფრთხოების ნორმები უნდა ყოფილიყო დაცული, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს

გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მუშაობის პროცესში უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა ყოფილიყო.
“სახელმწიფო უამრავ პროექტს ახორციელებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა იყოს დედაქალაქის მერიასთან შეთანხმებული. მთავარი ის არის, რომ ჰქონოდათ მშენებლობის ნებართვები და ყველაზე მნიშვნელოვანი – მუშაობის პროცესში უსაფრთხოების ნორმები უნდა ყოფილიყო დაცული. ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს. რა მოხდა, როგორ იყო და რატომ მოხდა ეს შემთხვევა”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები