არჩილ ჯაფარიძე: ხარისხიანი სწავლა მიგრაციის ჩქარი ტემპის შემცირებას ხელს შეუწყობს 

რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთის გუბერნატორი- არჩილ ჯაფარიძე, ლენტეხის მერი- ბადრი ლიპარტელიანი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი -ბადრი ქარდავა და ჩოლურის თემის მაჟორიტარი დეპუტატი- მამუკა მუკბანიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის N1 და ჩოლურის თემის სოფელ თეკალის საჯარო სკოლებს ეწვია.

“ხარისხიანი სწავლა ხელს შეუწყობს მიგრაციის ჩქარი ტემპის შემცირებას. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ აქ ძალიან განათლებული ხალხი ცხოვრობს და პედაგოგებთან ერთად საზოგადოებაც ჩართულია ახალგაზრდების სწავლის პროცესში. სწავლა მხარის სკოლამდელ დაწესებულებებშიც განახლდა და ვულოცავ ყველა მოსწავლეს, პედაგოგს, მშობელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და მჯერა, რომ მათი ცოდნა საქართველოს კეთილდღეობას მოხმარდება“- განაცხადა ჯაფარიძემ.

ლენტეხის N1 საჯარო სკოლის 14-მა მოსწავლემ წელს ეროვნულ გამოცდებში დაფინანსება მოიპოვა.

„წელს 14 გრანტოსანი კურსდამთავრებული გვყავდა, აქედან ოთხმა 100%-იანი, რვამ 50%-იანი, ორმა კი 70 %-იანი დაფინანსება მოიპოვა. ვულოცავ დღევანდელ დღეს ბავშვებსა და მათ გულშემატკივარ პედაგოგებს“,- განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.

მუნიციპალიტეტის 68 სკოლიდან წელს 17-ს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები