ხულოში 4 ძირი კანაფის მოყვანისთვის ადგილობრივი დააკავეს
ხულოში, პოლიციამ კანაფის მოყვანისთვის ადგილობრივი დააკავა. დაკავებულს 4 ძირი კანაფი აღმოაჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას “TV 25” ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაცია კი “რეგიონულ კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 265 მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას და კულტივირებას გულისხმობს.