Thermoindustria გაბთობის სისტემების ყველაზე ფართო არჩევანს გთავაზობთ
კომპანია “თერმონდუსტრია” გათბობა-გაგრილების, სისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. 2012 წლიდან, კომპანია თავის მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციით ამარაგებს. თანამშრომლობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: იტალია, გერმანია, ბელგია, უნგრეთი, სლოვენია და თურქეთი.
ფართო ასორტიმენტთან ერთად, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ენერგოდამზოგ, ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ გათბობის სისტემებს.
“თერმოინდუსტრიას” ცენტრალურ საწყობში წარმოდგენილია 35 მსოფლიო ბრენდის 3000 დასახელების პროდუქცია. კომპანია ასევე ახორციელებს წყალგაყვანილობა კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიო სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს.
გათბობის რა სისტემების შეძენა შეგიძლიათ თერმოინდუსტრიაში?
თერმოინდუსტრია-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გათბობის სისტემებია. კომპანია გთავაზობთ ევროპული ხარისხის ცენტრალური გათბობის სისტემებს. ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბებს, სტაციონალურ ქვაბებს, ელექტრო თბილ იატაკს. ცენტრალური გათბობის სიტემების მონტაჟი ხორციელდება ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ. თერმოინდუსტრიას ყველა პროდუქციას აქვს:
- ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- შესაბამისი გარანტია;
- არის ენერგოდამზოგი;
- გათბობის სისტემები შექმნილია უსაფრთხო და ხანგრძლივი ექსპლოატაციისთვის;
- ეკო მეგობრული გათბობა-წყალმომარაგების სისტემები იცავს გარემოს დაბინძურებისგან.
„თერმოინდუსტრია“აქტიურად მუშაობს მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებაზე და ე.წ. „ლაიფ ჰაკებს“, ანუ „სასარგებლო რჩევების“ ვიდეო მასალას სთავაზობს.
რას გულისხმობს აღნიშნული ვიდეოების არსებობა?
„ლაიფ ჰაკების“ სახით, პირველი ნაბიჯები სულ ახლახან გადავდგით. შევქმენით 2 ვიდეორგოლი და ამჟამად მესამე ჩანაწერი მუშავდება. ჩვენი პროექტის მიზანია:
- მომხმარებლების გათბობის სისტემების სფეროში გათვითცნობიერება;
- სასარგებლო რჩევებისა და რეკომენდაციების გაზიარება;
- აქტუალურ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
- ტექნიკის სწორად და ენერგოეფექტურად გამოყენება.
„ლაიფ ჰაკები“ მომხმარებელს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. “ლაიფ ჰაკების” საშუალებით გათბობის სისტემის სწორად შერჩევას, მონტაჟს და შემდგომ ექსპლუატაციასაც სწავლობენ, რაც მათივე უსაფრთხოებისა და შემდგომი გადასახადების დაზოგვისთვისაა გამოსადეგი.
ყოველდღიურად ჩვენი სერტიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების შერჩევას, სწრაფ მიწოდებას, გარანტირებულ ტექნიკურ მხარდაჭერას.
თერმოინდუსტრია-ს ტექნიკური გუნდი წელიწადში რამდენიმეჯერ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენას სტუმრობს, ეცნობა ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებს. საინტერესო სიახლეებს სამშობლოში სწრაფი ტემპით ნერგავს. კომპანიის მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე ამ ყველაფერში საკუთარი მომხმარებელი გვენდობა და სიახლეების მიმართ ღია რჩებიან.
თერმოინდუსტრიას გათბობის სისტემები საიკეთესო გადაწყვეტილებაა.
®