ოკუპირებული ცხინვალიდან დევნილი დიანა რთველიძე სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში ჩაირიცხა

ოკუპირებულ ცხინვალიდან დევნილი დიანა რთველიძე სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

რთველიძეს სწავლის საფასურის ნახევარს სან- დიეგოს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თავად დაუფინანსებს, მეორე ნაწილს კი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აუნაზღაურებს.

„ვიცი, ადვილი არ იქნება ჩემთვის უნივერსიტეტში სწავლა, რადგან პროცესი მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მაგრამ მე ამისთვის ვემზადებოდი და კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებ, არ დავზოგავ თავს, რომ ხარისხიანი განათლება მივიღო”,– განაცხადა დიანა რთველიძემ ადმინისტრაციის განათლების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

რთველიძეების ოჯახი ოკუპირებულ ცხინვალში მდებარე სოფელ ბელოთში ცხოვრობდა, თუმცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ წეროვანის დასახლებაში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები