ზუგდიდში მობილური კინოთეატრი მოეწყო, სადაც „გაღმა ნაპირის“ ჩვენება გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, მობილური კინოთეატრი, ღია ცის ქვეშ სკეიტ პარკში მოაწყო, სადაც ქართული მხატვრული ფილმის „გაღმა ნაპირის“ ჩვენება გამართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, მობილური კინოთეატრი ყველა სოფელში მოეწყობა და ეტაპობრივად მთელს მუნიციპალიტეტს მოიცავს.

„ზუგდიდში, დღეს პირველად ვაწყობთ ღია ცის ქვეშ ფილმის ჩვენებას. მიხარია ღონიძიებას ყველა თაობის წარმომადგენელი რომ ესწრება. აქვე მინდა გითხრათ, რომ მობილური კინოთეატრი ჩავა ყველა სოფელში და ის ეტაპობრივად მთელს მუნიციპალიტეტს მოიცავს. თქვენთვის ცნობილია, რომ ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება, სწორედ დღეიდან ამ ღონისძიებებს მობილური კინოთეატრი ღია ცის ქვეშ შეემატება. მოხარული ვარ, რომ ეს ტენდენცია შემოვიღეთ და თქვენი ჩართულობით ის მომავალში ტრადიციად იქცევა“, – განაცხადა შენგელიამ.

მერიის წამოწყება დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა.

„ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. ჩვენ ეს პრაქტიკა მოგვცემს მეგობრების ხშირად ნახვის შესაძლებლობას. ასევე შეგვიძლია ფილმის ნახვის მერე ჩამოვსხდეთ და გავარჩიოთ თუ რა მოგვეწონა. მოკლედ მეტი კომუნიკაცია გვექნება და ნაწილობრივ მოვწყდებით 21 საუკუნის გამოწვევას, რასაც ინტერნეტდამოკიდებულება ჰქვია”, – თქვა მიმი მაქაცარიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები